[su_quote] სააკაშვილის ჩამოსვლის დღიდან დღემდე, არც ერთი – არც მოთხოვნა და არც თხოვნა უკრაინის მხრიდან არ გაჟღერებულა, სააკაშვილის გადაცემასთან დაკავშირებით და ალბათ, არც იქნება იმის გამო, რომ სააკაშვილი თავის ტკივილია უკრაინელებისთვისაც. რა თქმა უნდა, ნაკლები, რადგან იქ იმდენი რესურსი არ აქვს – აქ არის ოპოზიციის ბელადი და იქ არ არის ოპოზიციის ბელადი, მაგრამ მაინც მათთვისაც არის თავის ტკივილი. აქედან გამომდინარე, არანაირი ინტერესიც კი არ ჩანს უკრაინის მხარეს, რომ მათ გვთხოვონ ჩვენ სააკაშვილის გადაცემა. [/su_quote]
ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა.