ხალხი ამ ქვეყნიდან გარბის, მექსიკის გზებით რომ გადავიდეს ამერიკაში, ორი კაპიკი იშოვოს თავისი ოჯახისთვის და ჩვენ ამ ქვეყნიდან ინვესტორები უნდა გავყაროთ?”, – მიმართა გადაცემა “რეაქციის” წამყვანმა ინგა გრიგოლიამ ვარლამ გოლეთიანს.
“არ უნდა გავყაროთ, მაგრამ არც სახელმწიფო ინტერესი არ უნდა დავთმოთ კერძო მეწარმის სასარგებლოდ, ამას ვამბობთ ჩვენ. არ გავყაროთ, პირიქით, ჩვენ გვინდა რომ ჯანსაღი სივრცე შეიქმნას ინვესტიციისთვის და მოვიდეს ისეთი ინვესტორი, ვინც ისარგებლებს თავადაც და ისარგებლებს ქვეყანაც და ხალხი. ეს გვინდა ამ შემთხვევაში, თორემ ჩვენ ინვესტორის დევნა საერთოდ არ გვიხარია”, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.