როდესაც ეკონომიკა იზრდება 10,6%-ით, ეს ნიშნავს, რომ საშუალოდ, 10,6%-ით უმჯობესდება მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობა , – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების’“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკური ნიშნულის გაზრდა, საზოგადოების დიდმა ნაწილმა საკუთარ ჯიბეზე იგრძნო, თუმცა, ასევე დიდმა ნაწილმა ვერ იგრძნო.
“როდესაც ეკონომიკა იზრდება 10,6%-ით, ეს ნიშნავს, რომ 10,6%-ით უმჯობესდება ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება, რაც ასევე ნიშნავს იმას, რომ საშუალოდ 10,6%-ით უმჯობესდება მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობა, – ეს ვიღაცას საერთოდ არ ეხება, ვიღაცას მეტად, ვიღაცას საშუალოდ ეხება და ა.შ. ეს ადამიანების დიდმა ნაწილმა ჯიბეზე იგრძნო, დიდმა ნაწილმა ვერ იგრძნო”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.