საზოგადოება

„თელმიკოს“ ყველა ქვითარი გადამოწმდება – დავით ნარმანია

“სემეკის” თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თქმით, კომპანიის დავალებით “თელმიკოს” ყველა ქვითარი გადამოწმდება.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, როგორ წესი, ვავალებთ მონაცემთა ბაზაში ყველა ქვითრის გადახედვას. შარშანაც ასე გავაკეთეთ, როდესაც მოქალაქეთა მომართვიანობის საფუძველზე ვნახეთ, რომ გარკვეულ ტიპის დარღვევებს ჰქონდა ადგილი. შესაძლოა, ყველა მოქალაქეს არ ჰქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ განცხადებით მიმართოს მარეგულირებელ კომისიას, ან შეიძლება ვიღაცამ ვეღარ გადმოგზავნა განცხადება. ამიტომ, ვინმე რომ არ დაიჩაგროს, ობიექტურობის კრიტერიუმიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ყველა მათგანის ნახვა მოხდება”, – განაცხადა ნარმანიამ “ქრრონიკის” ეთერში.

ცნობისთვის, სემეკმა „თელმიკოსა“ და „თელასის“ შემოწმება დაიწყო.

იტვირთბა....