aviabiletebi
ახალი ამბები პოლიტიკა

ხელაშვილი: რეზოლუციაში რუსეთის ხსენება პრობლემა არ იყო, თუმცა უკრაინიდან მომავალ გზავნილებს გავუწიეთ ანგარიში

aviabiletebi
ავიაბილეთები

რეზოლუციაში რუსეთის ხსენება პრობლემა არ იყო, თუმცა ჩვენ ანგარიში გავუწიეთ უკრაინიდან მომავალ პოლიტიკურ გზავნილებს. ვიცით, რომ იქ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. პრეზიდენტი ზელენსკი მუდმივად მოუწოდებს მოსახლეობას და საერთაშორისო თანამეგობრობას არ შექმნან ზედმეტი დაძაბულობა. ეს იყო მთავარი რის გამოც ჩვენ შევეცადეთ ტექსტი ყოფილიყო პრინციპული, მაგრამ ყოველგვარი ზედმეტი პროვოკაციული სიმწვავის გარეშე. ამით შესაძლოა თვითონ უკრაინას ან საქართველოს ინტერესებს ზიანი მისდგომოდა.

 

აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ხელაშვილმა “იმედის” ეთერში განაცხადა.

იტვირთბა....