aviabiletebi
ახალი ამბები პოლიტიკა

ხაზარაძე: ქართული ოცნება სიტყვა რუსეთის ხსენებას ვერ ბედავს

რუსეთი – რომელსაც შენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული.
რუსეთი – რომელიც ყოველ კვირას სამშობლოს მიწას გპარავს.
რუსეთი – რომელიც შენს მოქალაქეებს იტაცებს.
რუსეთი – რომელსაც ასიათასიანი ჯარი უდგას უკრაინის საზღვართან და ელოდება ხელსაყრელ მომენტს ომის დასაწყებად… და ამ დროს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა, ქართული ოცნება ვერ ბედავს სიტყვა რუსეთის ხსენებას!
ქართველები არასდროს შევშინებივართ მტერს, ჩვენს წინაპრებს ზურგი არასდროს შეუქცევია მტრისთვის,
ქართველობა ყოველთვის სიამაყესთან და ვაჟკაცობასთან იყო ასოცირებული და დღეს ქვეყნის ხელისუფლება, ქართული ოცნება და მისი უმრავლესობა ვერ ახერხებს ყველაზე მთავარს – დაარქვას ყველაფერს თავისი სახელი..
თავისუფალი ნება და მეგობრებისთვის გადამწყვეტ მომენტში მხარში დგომა – ეს არის ჩემი საქართველო
აღნიშნულის შესახებ პოსტი, სოციალურ ქსელში პოლიტიკოსმა, მამუკა ხაზარაძემ გამოაქვეყნა.
იტვირთბა....