aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის პოზიციებზე შეღწევა სცადეს – მედია

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთის სამხედრო ძალებმა ლუგანსკში, უკრაინის პოზიციებზე შეღწევა სცადეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, უკრაინული მედია ქვეყნის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, ეს პირველი დარღვევაა და მცდელობა საბედნიეროდ არ გაგრძელებულა.

„ლუგანსკის რაიონში, უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი მექანიზებული ბრიგადის თავდაცვის ფრონტის სიახლოვეს, უკრაინის სამხედრო პერსონალმა აღმოაჩინა მტრის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფის შეღწევის მცდელობა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსმა სამხედროებმა ეს მცდელობა არ განავითარეს და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკან დაიხიეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინული მედია წერს, რომ მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა და გაერთიანებული ძალების ერთეულები აკონტროლებენ სიტუაციას და აგრძელებენ დავალებების შესრულებას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შესაკავებლად.

ცნობისთვის, რუსეთმა შეიარაღებული კონფლიქტი დონბასში 2014 წლის აპრილში დაიწყო, რუსული ჯარების მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ.

კრემლის მიერ კონტროლირებადმა პროვოკატორებმა დაიწყეს ადგილობრივი მოსახლეობის და საკუთარი თავის წაქეზება პრორუსულ ქმედებებში მონაწილეობის მისაღებად.

მალე რუსული სპეცსამსახურების მიერ მართული „პროტესტები“ გადაიზარდა ადგილობრივი ხელისუფლების შენობების ხელში ჩაგდებაში და დასრულდა „რესპუბლიკების“ გამოცხადებით, რომელთა ლეგიტიმურობას მხოლოდ მოსკოვი და მისი ახლო თანამგზავრები აღიარებენ.

ამასთან, ყირიმის და დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების გარკვეული ტერიტორიების ოკუპაციისთვის აშშ-მ და ევროკავშირმა კრემლის წინააღმდეგ არაერთი სანქციები დააწესეს.

იტვირთბა....