aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

პროკურორის სავარაუდო მკვლელის სახელს მისი დის გაქრობას და ორ მკვლელობას უკავშირებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

“საქართველოს ხმის” დამფუძნებლის, ბიძინა კუჭავას სახელს შესაძლოა სხვა მკვლელობებიც დაუკავშირდეს. როგორც უკვე ცნობილია, შს სამინისტრომ ვახტანგ ქირიას მკვლელობის საქმეში კუჭავა მთავარ ბრალდებულად ოფიციალურად დაასახელა. პოლიციის ვერსიით, კუჭავამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ტელეკომპანია “რუსთავი 2” –ის გადაცემა, “პოსტსკრიპტუმის” ინფორმაციით, ბიძინა კუჭავას სახელი უშიშროების ოფიცრის ვახტანგ ნინუას და მისი მეუღლის მკვლელობის საქმესთანაც არის დაკავშირებული. კერძოდ, ბიძინა კუჭავას გვარი ნინუების საქმის განხილვის დროს სასამართლო სხდომაზე ერთ-ერთმა მოწმემ ახსენა. მაშინ ცნობილი იყო, რომ ნინუები ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, შემთხვევის ადგილზე კი სადაც ანაბეჭდები შეიძლებოდა ყოფილიყო წიწაკა იყო დაყრილი, რათა კრიმინალისტებს ვერც ანაბეჭდები აეღოთ და სპეციალურად გაწვრთნილ ძაღლებს სუნის აღება არ შეძლებოდათ. აღსანიშნავია, რომ ცოლ-ქმრის ცხედრები მაშინაც ნაქირავებ ბინაში იპოვეს.
ბიძინა კუჭავას სახელს უკავშირდება მისი დის გაუჩინარების საქმეც. “საქართველოს ხმის” დამფუძნებლის და უკვე 4 წელია არავის უნახავს. ჯავახიშვილის ქუჩაზე, სადაც კუჭავას და ცხოვრობდა, ამბობენ, რომ სახლი ბიძინა კუჭავამ გაყიდა, თანხა აიღო, ხოლო ახალ მეპატრონეს საბუთები არ გადაუფორმა.
ბიძინა კუჭავას დის მეზობლებმა არ იციან, სად შეიძლება წასულიყო ახალგაზრდა ქალი, რომელსაც შვილები და მეუღლე დარჩა. მეზობლები ამბობენ, რომ მათ კითხვების დასმის შემდეგ

კუჭავამ შეუთვალა, რომ ეს მათი საქმე არ იყო. მეზობლები ამბობენ, რომ ბიძინა კუჭავას დას ქვეყანა არ დაუტოვებია.

შეგახსენებთ, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი ვახტანგ ქირია საბურთალოზე ნაქირავებ ბინაში დაღუპული იპოვეს. გავრცელებული ინორმაციით ქირია ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. ხოლო მისმა სავარაუდო მკვლელმა, მისმა ნათესავმა, ბიძინა კუჭავამ თავი მოიკლა.

იტვირთბა....