გეუბნებით, რომ შემთხვევები მოიმატებს, მაგრამ პანიკას ნუ მივეცემით. ეს ტალღა რამდნეიმე ქვეყანამ გადაიარა, ყველგან დაახლოებით ერთნაირი სცენარით – ორი-სამი კვირა პიკური პერიოდი მიდის და შემდეგ მოდის ქვემოთ. მთავარია, დღეს დელტა დიდი რაოდენობა ჩანაცვლებულია ომიკრონით და ის მძიმე ავადმყოფების რაოდენობა სტაციონარში რაც გვყვავს, სამწუხაროდ, მათი უმრავლესობა ეს გახლავთ დელტა. დომინანტი შტამი არის ომიკრონი
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისო საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.