პოლიტიკა სოციალური ქსელი ციტატა

ხოშტარია: ვერ ვეტყვი ჩემ შვილებს ‘მე მომკლეს ბაბუ’, უნდა ვუთხრა არ შევეგუები და ყველაფერს ვიზამ

დღეს მთელი საღამო მესმის კითხვები, ხან ჩემი თავისგან და ხან გარედან: ვინ ვართ? სადამდე მივედით? სად ვართ? მერე ჩემმა მეგობარმა დაწერა ‘ჩვენ მოგვკლეს ბაბუ’ ვართო და ყველაზე ახლოს ეს ემოცია მეცნო. თან ამ ყველაფერს ამძიმებს იმის შიში, რომ ყოველი შემდეგი ჯერი (რა საშინლად ჟღერს) ჩვეულებრივს ხდის ამ საშინელებას. გამახსენდა ბავშვობა, სადაც სტატისტიკა იყო სისასტიკე.
მაგრამ!!! ვინ ვართ და სად ვართ არ არის გარედან მოხვეული ურყევი რეალობა. ვინ ვართ და ის ვართ როგორც ვიმოქმედებთ ყოველ ჯერზე! იმდენი ხანი არ გახდება ეს ნორმა რამდენჯერაც არ შევეგუებით, რამდენჯერაც არ მივიღებთ, რამდენჯერაც ამ სისასტიკეს და სიძულვილს შევეწინააღმდეგებით. ‘იმან თუ არ ქნა მე რატო ვქნა კი არა’, ‘მე არ შევეგუები’. ცხადია აქციაზე გასვლამდე არ დამყავს ეს, ყველა თავად წყვიტავს საკუთარ თავთან როგორ და რა ფორმით. როგორც პოლიტიკოსი, ცხადია, მიმაჩნია, რომ აქცია აუცილებელია და ყველა უნდა გავიდეთ. ისე კი ვერავის ვასწავლი ჭკუას როგორ არ შეეგუოს, იმიტომ, რომ თუ შინაგანად თავის თავს ამას ეტყვის ადამიანი ფორმას ნახავს, დარწმუნებული ვარ.
მოკლედ, ვერ ვეტყვი ჩემ შვილებს ან ჩემ მეგობრებს და ძვირფას ხალხს, ‘მე მომკლეს ბაბუ’. უნდა ვუთხრა არ შევეგუები და ყველაფერს ვიზამ!

წერს სოციალურ ქსელში დროას ლიდერი ელენე ხოშტარია.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....

სხვა ამბები

გიორგი ვაშაძე – ღარიბაშვილი ბრიუსელიდან გამოაპანღურეს

ჩვენი ისტორიული კომპასი მხოლოდ დასავლეთს აჩვენებს, ნებისმიერი წინაღობა ამ გზაზე, “რუსკი კარაბლის” გზას უნდა გავუყენოთ! – გვარამია

ლატვიის პრეზიდენტი – დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი

ჩვენ ვხედავთ ოკუპაციის საშინელ შედეგებს, თუმცა რეალობა ერთია, არ არსებობს საქართველო აფხაზეთის გარეშე – ზურაბიშვილი

ბატიაშვილი: ამ ბიჭებმა უნდა აღადგინონ ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა

“გვარამიას დაპატიმრება ნიშნავს, რომ მოქმედებ რუსეთის დავალებით” – გოცირიძე