aviabiletebi
ახალი ამბები საზოგადოება სამართალი

დეკანოიძე: საქართველოში ყველაზე დიდი უბედურება, დაუსჯელობის სინდრომია

მე დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ “ქართული ოცნება” გამოვა დილიდან და იტყვის, რომ ყველა ქვეყანაში ხდება პოლიციის მხრიდან ადამიანებზე ძალადობა. შეიძლება ასეა, თუმცა მთავარია გვესმოდეს, რომ სხვა ქვეყნებში სისტემა არის ინსტიტუტი, სადაც ეს დანაშაულები დაუსჯელი არ რჩება. შენ რომ პოლიციელი ხარ და შენ, რომ უნდა იცავდე კანონს, ქვეცნობიერად იცი, რომ სისტემა დაგიცავს თვითონ. აი ესარის, დაუსჯელობის სინდრომია ყველაზე დიდი უბედურება
aviabiletebi
ავიაბილეთები

ასე ეხმაურება “ტვ პირველის” ეთერში საუბრისას “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე, თბილისის მეტროში მომხდარი ძალადობის ფაქტს.

ცნობისთვის, შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ თბილისის მეტროში პოლიციელის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება და მოკვლევა უკვე დაწყებულია.

 

 

იტვირთბა....