aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო

ჯონსონი: რუსეთისთვის უკრაინა შეიძლება “ახალი ჩეჩნეთი” გახდეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთისთვის უკრაინა შეიძლება “ახალი ჩეჩნეთი” გახდეს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრიმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

მისივე თქმით, მათ მკაფიოდ უნდა უთხრან რუსეთს, რომ უკრაინაზე თავდასხმას სისხლიანი შედეგები მოჰყვება.

“ჩვენ ასევე უნდა გავგზავნოთ მესიჯი, რომ უკრაინაში შეჭრა, რუსეთის გადმოსახედიდან, იქნება მტკივნეული, დაუნდობელი და სისხლისმღვრელი საქმე. ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, რუსეთში ხალხმა გაიგოს, რომ ეს შესაძლოა ახალი ჩეჩნეთი იყოს. უკრაინაში რამდეჯერმე ვარ ნამყოფი, ცოტათი ვიცნობ ამ ქვეყნის ხალხს და ჩემი შეფასებით, ისინი იბრძოლებენ”, – აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის უკრაინაში ვითარება ისევ დაძაბულია, საზღვრებთან მობილიზებულია რუსული სამხედრო ძალები.

ამასთან ცნობილი ხდება, რომ ნატო და აშშ აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი სამხედრო ძალების გაგზავნას გეგმავენ.

იტვირთბა....