aviabiletebi
ახალი ამბები პოლიტიკა

მინდა, მთელ უკრაინას ბოდიში მოვუხადო, კოშმარშიც ვერ წარმოვიდგენდი – სააკაშვილი

უკრაინის მიმართ ყველაზე მაღალი საფრთხის ფონზე საქართველოს ოლიგარქიული ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკისთვის მინდა, მთელ უკრაინას ბოდიში მოვუხადო.

aviabiletebi
ავიაბილეთები

2008 წელს უკრაინის პრეზიდენტი, საკუთარი სიცოცხლის ფასად, ჩვენთან ერთად იდგა თბილისის მთავარ გამზირზე და პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკური დახმარების პაკეტის ინიცირება მოახდინა. კოშმარში ვერ წარმოვიდგენდი, რომ არსებულ ვითარებაში საქართველოს ოფიციალური ხელისუფლება (რომელმაც არჩევნები მოიპარა) გაჩუმდებოდა, თუმცა საქართველოში ყველას ესმის, რომ თუ უკრაინას უბედურება დაემართება, საქართველო შეიძლება უბრალოდ გაქრეს რუკიდან. მე დავინახე ხელისუფლების ეს დამოკიდებულება ჩემს სასამართლო პროცესზე, სადაც პროკურორები სულელურად ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ უკრაინის სპეცსამსახურები საქართველოს წინააღმდეგ მუშაობდნენ.

ჩემი პარტია, რომელსაც ქართველების უმეტესობა უჭერს მხარს და ფაქტობრივად მოიგო ბოლო საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები, უკრაინის მხარდასაჭერად არაერთ განცხადებას აკეთებს და უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენლების მხარდამჭერ აქციებს აწყობს. უკრაინის მოყვარული ქართველების 90% ასე ფიქრობს

 

წერს სოციალურ ქსელში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

იტვირთბა....