aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბასილაშვილი: სიუჟეტი სამარცხვინო ტელევიზიამ მოამზადა… ჩანაწერი კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნიკოლოზ ბასილაშვილი ტვ პირველზე გასულ სიუჟეტს ეხმაურება.

“მინდა გამოვეხმაურო ორი დღის წინ, ჩემს წინააღმდეგ შეკვეთილ სიუჟეტს, რომელიც სამარცხვინო ტელევიზიამ მოამზადა:
ჩანაწერები, რომლებიც გავრცელდა, არის ფარულად ჩაწერილი ,კონტექსტიდან ამოგლეჯილი. არ ყოფილა სრული სახით ნაჩვენები და არ ასახავდა ნამდვილ შინაარს.
ამ გადაცემით, პირველ რიგში, შეილახა ჩემი შვილის უფლებები, რომელიც სკოლის მოსწავლეა და შესაძლოა მარტივად გახდეს ბულინგის მსხვერპლი.
ჩემი შვილი არის ჩემთვის უპირველესი ადამიანი, მოტივატორი და ვფიქრობ, მხოლოდ ასეთი უზნეო ჟურნალისტების მსგავსად მოაზროვნე ადამიანებმა, შეიძლება შეიტანონ ეჭვი ამაში .
ჩემი დუმილი განპირობებული არის ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე და არ მსურს დეტალებზე საუბარი!
მე პარალელულური მართლმსაჯულების გამართვას არ ვაპირებ და ველოდები სასამართლოს გადაწყვეტილებას”, – აცხადებს ბასილაშვილი.

შაბათს 22 იანვარს ტვ პირველმა ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის საუბარი გამოაქვეყნა. ჩანაწერში ბასილაშვილი დოროყაშვილს დამამცირებელი ტერმინებით მიმართავს და მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.

ბასილაშვილს ყოფილი ცოლი ნეკა დოროყაშვილი ძალადობაში ადანაშაულებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის, მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით. ბასილაშვილს სასამართლომ 100 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. დოროყაშვილის ადვოკატის თქმით, ბასილაშვილი მის კლიენტზე სისტემატურად ძალადობდა. ჩოგბურთელზე და მის მამაზე არაერთი შემაკავებელი ორდერია გამოწერილი.

იტვირთბა....