aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო

რუსეთი დიდ ბრიტანეთს: მოგიწოდებთ შეწყვიტოთ პროვოკაციული მოქმედებები და ცრუ ინფორმაციის გავრცელება

aviabiletebi
ავიაბილეთები

მოგიწოდებთ შეწყვიტოთ პროვოკაციული მოქმედებები და ცრუ ინფორმაციის გავრცელება, – ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდი ბრიტანეთის განცხადებას, უკრაინაში პრორუსი პოლიტიკოსების დანიშვნის შესახებ.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ნატოს ქვეყნები, ანგლო-საქსების მეთაურობით, ამძაფრებენ დაძაბულობას უკრაინის ირგვლივ. მოვუწოდებთ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები, სისულელეების გავრცელება და თათარ-მონღოლური უღლის ისტორიის შესწავლაზე კონცენტრირდეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გთავაზობთ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზს:

“ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთის მთავრობა იმედოვნებს პრორუსი ლიდერის დაყენებას კიევში, რადგან განიხილავს უკრაინაში შეჭრისა და ოკუპაციის შესაძლებლობას. პოტენციურ კანდიდატად განიხილება ყოფილი უკრაინელი პარლამენტარი ევგენი მურაევი”.

ცნობისთვის, უკრაინაში ვითარება ისევ დაძაბულია, რადგან მის საზღვრებთან ათასობით რუსი სამხედროა მობილიზებული.

იტვირთბა....