aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო

თუ პუტინი ომს დაიწყებს, დიდ ბრიტანეთს სამხედრო დახმარებას ვთხოვთ – ინგლისში უკრაინის ელჩი

aviabiletebi
ავიაბილეთები

დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი ვადიმ პრისტაიკო აცხადებს, რომ თუ პუტინი ომს დაიწყებს, დიდ ბრიტანეთს სამხედრო დახმარებას სთხოვენ, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც მედია წერს, დიპლომატი იმედს იტოვებს, რომ ამის საჭიროება არ დადგება და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება.

“იმ შემთხვევაში თუ აქტიური საომარი მოქმედებები დაიწყება, მოვიმოქმედებთ ყველაფერს, რაც შესაძლებელი იქნება, მათ შორის მოვიწვევთ დიდი ბრიტანეთის სამხედრო ძალებს უკრაინის ტერიტორიაზე”, – აცხადებს უკრაინის ელჩი.

ამას გარდა პრისტაიკო აღნიშნავს, რომ დახმარებას სხვა ქვეყნებისგანაც მიიღებენ და ეს დახმარება სამხედრო სახის უნდა იყოს.

ელჩმა ასევე დასძინა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა მთლიანად ევროპისთვის კატასტროფა იქნება და ამ ომის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

იტვირთბა....