aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

გერმანიის საზღვაო ძალების ვიცე-ადმირალი თანამდებობიდან გადადგა

  • გერმანიის საზღვაო ძალების უფროსი თანამდებობიდან გადადგა, – ინფორმაციას ამის შესახებ “დოიჩე ველლე” ავრცელებს.
aviabiletebi
ავიაბილეთები

მედიის ცნობით, გერმანიის საზღვაო ძალების ვიცეადმირალმა Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ბოდიში მოიხადა მისი სიტყვების გამო და აღნიშნა, რომ განცხადებები მისი პირადი აზრია და კავშირი არ აქვს გერმანიის თავდაცვის სამინისტროს პოზიციასთან.

ცნობისთვის, ადმირალმა განაცხადა შემდეგი: “უკრაინა ვერ აკმაყოფილებს NATO-ში გაწევრიანების მოთხოვნებს, რადგან ის ოკუპირებულია დონბასის რეგიონში რუსული არმიის, ან რასაც ისინი უწოდებენ, სეპარატისტების მიერ. საქართველო მზად არის გახდეს NATO-ს წევრი, ისინი აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, მაგრამ ჭკვიანურია გყავდეს თუ არა ისინი წევრად? არა, არ არის”.

იტვირთბა....