aviabiletebi
ახალი ამბები პოლიტიკა

წულუკიანი: ეს აქცია იყო ერთი დიდი ანეკდოტი

ეს აქცია იყო ერთი დიდი ანეკდოტია, იმიტომ, რომ ის გაიმართა თავისუფლების სახელით, გაიმართა საბჭოელი კულტურის მინისტრის წინააღმდეგ და ადამიანის უფლებებს, ანტიჰუმანურობას გუშინ კულტურის სამინისტროსთან აპროტესტებდა არავინ სხვა, თუ არა ჟორიკ რურუა. ეს ანეკდოტია, სასაცილოა. ასევე, საბჭოთა სტილს და ტონს მიწუნებდა 1930-იან წლებში დაბადებული სააკაშვილის ყოფილი მინისტრი, მეცნიერი იულონ გაგოშიძე. ამბობდა, რომ აქ საბჭოეთიაო და ის იყო საბჭოთა კავშირში უკვე აღიარებული მეცნიერი 20 წლით ადრე, ვიდრე მე დავიბადებოდი. შესაბამისად, ეს უკვე არის ანეკდოტი. ასევე ეს ის იულონ გაგოშიძეა, რომელიც რაც არ უნდა მნიშვნელოვანი მეცნიერი იყოს ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც მოსწონდა სააკაშვილის მინისტრობა და ახლა ითხოვს, რომ იყოს კულტურის სისტემა და კულტურა უფრო მეტად დაცული საქართველოში, ჰგონია, რომ არ არის. ითხოვს მეტ თავისუფლებას კულტურის მინისტრისგან. ამასთან ის იღებს ხელფასს კულტურის სამინისტროსგან და ასევე გაუგებარია რისგან, ან ვისგან თავისუფლებას ითხოვს ეს ადამიანი. ასევე მისი შვილი, რომელიც აქტიურად არის მედიაში და მგონი აქციაზეც იყო. მისი მეუღლეც კულტურის სისტემაში მუშაობს და ხელფასს იღებს, მისი სხვა ნათესავებიც მუშაობენ და ეს არის სწორედ ის საბჭოეთი, გარკვეული ბომბონერი, რომელშიც ვითარდები, თვლი , რომ კარგია და ეს საბჭოეთი კიდევ უფრო გააძლიერა ჟორიკ რურუას ოჯახის წევრმა, როცა იყო ჩემი წინამორბედი. თავადაც, როდესაც ბომბონი ჰგონია თავი და ბომბონერში მყუდროებას გირღვევენ რა თქმა უნდა შეიძლება ლეგიტიმურად ჩაითვალოს შენი აღშფოთება.
aviabiletebi
ავიაბილეთები

 

აღნიშნულის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

იტვირთბა....