aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო

უცხოური მედიის ცნობით, გერმანია მზადაა უკრაინიდან საელჩოს წარმომადგენლების ევაკუაცია დაიწყოს

aviabiletebi
ავიაბილეთები

გერმანია მზადაა უკრაინიდან საელჩოს წარმომადგენლების ევაკუაცია დაიწყოს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია იუწყება, იმ შემთხვევაში თუ უკრაინაში ომის საფრთხე გაიზრდება და ვითარება დაიძაბება ევაკუაცია დაიწყება.

გამოცემა განმარტავს, რომ ევაკუაციის გეგმა “სიტუაციის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში” განხორციელდება.

უკვე ვიცით, რომ საუბარია უკრაინის საზღვრებთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო ძალების გაძლიერებაზე და რუსეთის ფედერაციის სავარაუდო აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ.

უკრაინული მედია წერს, რომ ბერლინი გამორიცხავს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას კრემლის აგრესიულ გეგმებთან დასაპირისპირებლად.

ამასთან შეგახსენებთ, რომ Fox News-ის ჟურნალისტის თქმით, უკრაინაში ამერიკელი დიპლომატების ოჯახის წევრების ევაკუაცია მალე მოხდება.

იტვირთბა....