aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო

კულება გერმანიას: შეწყვიტეთ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის წახალისება

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გერმანიას რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის წახალისების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კულება აღნიშნავს, რომ უკრაინა მადლიერია გერმანიის 2014 წელს გაწეული მხარდაწერისა და დიპლომატიური ძალისხმევისთვის, მაგრამ, მისი შეფასებით, გერმანიის უკანასკნელი განცხადებები იმედგამაცრუელებელია.

როგორც მან Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, უკრაინა-გერმანიის ურთიერთობების დონე და უსაფრთხოების არსებულ მდგომარეობას არ შეესაბამება.

„გერმანელმა პარტნიორებმა უნდა შეწყვიტონ ასეთი სიტყვებითა და ქმედებებით ერთიანობის შელახვა და არ უნდა წაახალისონ ვლადიმერ პუტინის უკრაინაზე ახალი თავდასხმა“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, გერმანიამ უკრაინისთვის ლეტალური იარაღის პირდაპირ მიწოდებაზე უარი თქვა და ამასთან ესტონეთს, NATO-ს წევრ ქვეყანას, არ აძლევს უფლებას, რომ უკრაინას გადასცეს იარაღი, რომელიც გერმანული წარმომავლობისაა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა 2021 წლის ნოემბრიდან უკრაინის საზღვართან ათიათასობით სამხედროს მობილიზება მოახდინა.

იტვირთბა....