ახალი ამბები მთავარი სამართალი

სასამართლომ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე ბრალდებულები გირაოთი გაათავისუფლა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის საქმეზე ბრალდებულ პირებს, ზურაბ და შალვა წოწორიებს, გიორგი ნარიმანიძეს და ელგუჯა ცომაიას გირაო შეუფარდა. მათ სასამართლო დარბაზი ცოტა ხნის წინ დატოვეს.

როგორც საქმის პროკურორმა ლებან ვეფხვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაცვის მხარემ ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება უდაოდ გახადა და შესაბამისად, აქვს მოლოდინი, რომ საბოლოოდ, მოსამართლე ოთხივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

“იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება დაცვის მხარემ უდაო გახადა, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ახალი გარემოება და გვაქვს მოლოდინი, რომ მოსამართლე ოთხივე პირის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს”, – განუცხადა ტელეკომპანია პირველს საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.

მამა-შვილ წოწორიებს, გიორგი ნარიმანიძეს და ელგუჯა ცომაიას სასამართლომ გირაოს სახით 5000-5000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....

სხვა ამბები

პუტინს შევხვდები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განხილული იქნება რუსეთის მიერ დაწყებული ომის დასრულება – ზელენსკი

ყვარყვარე ჩვეულებრივი, 5-იანის დროშით დარბოდა, გვეუბნება, რომ ევროპას ჩვენი დაღუპვა უნდა – სამუშია მდინარაძეზე

პაატა იმნაძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევებმა მოიმატოს

ვაშაძე კობახიძეს – ან გვარები დაასახელოს, ან ბოდიში მოიხადოს, კოლექტიური ბრალდებები მტკიცებულებების გარეშე ნიშნავს, რომ იტყუება

ჩვენთვის კანდიდატობის სტატუსი, რომც მოეცათ, ამ რეჟიმის პირობებში და NATO-სა და EU-ში გაწევრიანების შანსი 0-ია – ბოკერია

მსოფლიოს მასშტაბით ლტოლვილთა რიცხვმა 100 მილიონს გადააჭარბა