aviabiletebi
მთავარი საზოგადოება ციტატა

ოქიტაშვილი: მეუფე ნიკოლოზს დაავიწყდა რა ხდებოდა, როცა სააკაშვილი და მისი ბანდა მართავდა ქვეყანას

მე არ ვეთანხმები ასეთ განცხადებას მეუფე კი არა, ვინც არ უნდა იყოს. კანონის წინაშე ყველა ვართ ანგარიშვალდებული. მგონი, მეუფეს დაავიწყდა რა ხდებოდა, როცა სააკაშვილი და მისი გახრწნილი ბანდა მართავდა ჩვენს ქვეყანას. პატიმრებსაც ვეტყვი, რომ მოითხოვონ… იმ პატიმრებმა, იმ ბავშვებმა რა დააშავეს… ვიყავით არასრულწლოვანთა კოლონიაში და ერთერთმა მეუფემ მითხრა, რომ ახლა აქ დაახლოებით 34 ბავშვიაო და მათ დროს იყო 300-400–500 ყველაფრის გამო იჭერდნენ, ერს ანადგურებდნენ, თაობას სპობდნენ, იმ თაობას, რომელიც დღეს საქართველოს ისტორიის ახალ ფურცელს წერს. ჩვენი ახალგაზრდა თაობა ხვდება რა რეჟიმში ვცხოვრობდით. ოჯახები ამოწყვიტეს და ვისზე ლაპარაკობენ? ახლა გაუხდათ ეკლესია კარგი, გლდანის ეკლესია, რომ დაარბიეს. მაშინ ყველა პატიმარმა მოითხოვოს, ყველა პატიმარს ყავს სულიერი წინამძღვარი და ყველა წაიყვანონ მაშინ… რა დააშავეს სხვა პატიმრებმა?
aviabiletebi
ავიაბილეთები

განაცხადა კულტურის პალატის თავმჯდომარემ დავით ოქიტაშვილმა ალტ ინფოს ეთერში. მეუფე ნიკოლოზმა გუშინ 18 იანვარს განაცხადა: “ჩემს ეპარქიაში შეიძლება გამოვყო სივრცე, რომელსაც, რა თქმა უნდა, ხელისუფლება გააკონტროლებს და მგონი ძალიან ბევრი პრობლემა მოიხსენება ამით, რომ ის შიდა პატიმრობაში გადმოიყვანონ, მთელი სიმკაცრით”.

იტვირთბა....