ახალი ამბები მსოფლიო

გაუჩინარებული ათონელი ბერი გარდაცვლილი იპოვეს

გაუჩინარებული ათონელი ბერი ევფროსინოსი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას მსოფლიო საეკლესიო სიახლენი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ათონის წმიდა მთაზე მოღვაწე ერთ-ერთი მონაზონი, მამა ევფროსინოსი 2021 წლის 20 დეკემბერს მაშინ გაუჩინარდა.

“ათონის წმიდა მთაზე მოღვაწე ერთ-ერთი მონაზონი, მამა ევფროსინოსი 2021 წლის 20 დეკემბერს მაშინ გაუჩინარდა, როდესაც ის სათევზაო ნავით ათონის მთის სანაპიროდან ზღვაში შევიდა. მას შემდეგ გაუჩინარებულო საბერძნეთის სანაპირო დაცვა უგზოუკლოდ ეძებდა.

ახლახანს კი კუნძულ სკოპელოსის სანაპიროზე, ათონის წმიდა მთიდამ 74 საზღვაო მილის დაშორებით, ზღვამ მამა ევფროსინოსის ცხედარი ნაპირზე გამორიყა.

ცხედარი გარდაცვლილი ბერის ძმამ ამოიცნო. მონაზონი ევფროსინოსი გახლდათ ათონის წმინდა მთის ხილანდარის მონასტერს დაქვემდებარებული წმინდა ისააკის კელიის საძმოს წევრი. ის 58 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მრავალმოწყალე ყოგლადწმიდა სამებამ შეიწყალოს და აცხოვნოს ახალშესვენებულ მონა ღმრთისა მონაზონ ევფროსინოსის უკვდავი სული და მისცეს მას საუკუნო ხსენება. ამინ.”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....

სხვა ამბები

იარაღი, ფინანსები, სანქციები, ეს ყველაფერი თებერვალში, რომ მიგვეღო ათასობით სიცოცხლე გადარჩებოდა – ზელენსკი

10 000-ის და 15 000-ის გამო ზის ხალხი ციხეში, შეიწყალა ის ხალხი ვინმემ ? – მდინარაძე გვარამიას შეწყალებაზე

გიორგი ვაშაძე – ღარიბაშვილი ბრიუსელიდან გამოაპანღურეს

ჩვენი ისტორიული კომპასი მხოლოდ დასავლეთს აჩვენებს, ნებისმიერი წინაღობა ამ გზაზე, “რუსკი კარაბლის” გზას უნდა გავუყენოთ! – გვარამია

ხარკოვის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 24 დასახლება გაათავისუფლეს – ზალუჟნი

არაქალთკვლა დღეს ამაზე მეტს არ ვიტყვი – სალომე ზურაბიშვილი