aviabiletebi
ახალი ამბები პოლიტიკა

ხაბეიშვილი ოპოზიციას: დავამთავროთ ყოველგვარი დაყოფა, ქვეყანას ვკარგავთ

როგორ შეიძლება თვითონ (ჯანდაცვის მინისტრს) 23 000 ლარი ჰქონდეს ხელფასი და მის თანამშრომელს კი იგივეს მისაღებად 10 წელი მოუწიოს მუშაობა. ორი თვე, რასაც ეგ ღებულობს, ადამიანი უნდა დაბერდეს იგივეს მისაღებად.  იქნებ მაგათ გონიათ, რომ სოციალური აგენტები ყოველდღიურად იღებენ 200 ლარს, იქნებ კითხვა დაავიწყდათ, სინამდვილეში თვიურად იღებენ ამ ანაზღაურებას და მხოლოდ საკუთარი თავის კიარა ოჯახების რჩენა უწევთ ამ თანხით. რა სიგიჟეზე მესაუბრებით საერთოდ, დღეში 7 ლარად უნდა შეძლონ ეს. არ დაგვავიწყდეს, რატომ დანიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა ეს კაცი ჯანდაცვის მინისტრად, რადგან ქართუ ბანკის თანამშრომელია. ჩვენ ხომ მთავრობაში ბიძინას ქართუს თანამშრომლები გვყავს. მე ყველას ვეუბნები და ოპოზიციასთან დამთავრებული მაქვს ყოველგვარი კამათი, მეგობრებო დავამთავროთ ყოველგვარი დაყოფა, ქვეყანას ვკარგავთ, ყველამ ხელი ჩავკიდოთ ერთმანეთს და ვიბრძოლოთ ამ კორუმპირებული, კრიმინალების წინააღმდეგ.
aviabiletebi
ავიაბილეთები

 

აღნიშნულის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

იტვირთბა....