ახალი ამბები საზოგადოება სამართალი

ბატონო მინისტრო, ამ ქვეყანაში ადამიანებს კლავს, გულგრილობა, უიმედობა და სასოწარკვეთა – დევნილების მიმართვა აზარაშვილს

სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებმა დევნილებმა ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს სპეციალური განცხადებით მიმართეს.

დევნილები მოითხოვენ, შეწყდეს „სასოწარკვეთილებაში მყოფი ადამიანის ღირსების შელახვა“ და სახელმწიფომ კანონით ნაკისრი ვალდებულება აღასრულოს და დევნილები უსაფრთხო პირობებით უზრუნველყოს.

„სამწუხაროა, რომ დევნილების ხმა მხოლოდ ტრაგედიების ფონზე ისმის და ძალიან უხერხულია აქ რომ ვსხედვართ და ვსაუბრობთ მაშინ, როცა გუშინ ადამიანი გარდაიცვალა და აქვე გვერდით ასვენია. სამარცხვინოა ის პათოსი და აგორებული ნარატივი, რასაც გუშინდლის მერე ვაწყდებით. ჯერ კიდევ დილით, როდესაც პრესკონფერენციას ვგეგმავდით, გვქონდა ეჭვი, რომ სახეზე იყო მცდელობა ტრაგედიის ნამდვილი მიზეზის სხვადასხვა საკითხით გადაფარვის, ჯანდაცვის მინისტრმა ჩვენი ეჭვი დაადასტურა და მან განაცხადა, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა. პასუხისმგებლობას ეს უწყება ისევ არ იღებს და როგორც ჩანს, არც აპირებს.

დღეს, როცა უნდა ვგლოვობდეთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან ერთად, ვდგავართ აქ. ბატონო მინისტრო, ამ ქვეყანაში ადამიანები კვდებიან ნამდვილი და სასტიკი სიკვდილით. ამ ქვეყანაში ადამიანებს კლავს, გულგრილობა, უიმედობა და სასოწარკვეთა. სწორედ ეს გახდა ამ ტრაგედიის მიზეზი და ამ პასუხისმგებლობას ვერსად გაექცევით. გამოითქვა ვარაუდები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების, ნივთიერებების მოხმარების, კონფლიქტის, ველოდებით სასოწარკვეთილებაში მყოფი ადამიანის ღირსების შელახვის. სხვა ვერსიებს, შესაძლოა სხვა ვერსიებიც შემოგვთავაზონ. ეს არის მცდელობა. კორელაცია სასმელსა და თვითმკვლელობას შორის არ არსებობს, მაგრამ ნამდვილად არსებობს კავშირი სუიციდსა და სასოწარკვეთას შორის.

სამწუხაროა, რომ სამი ათწლეულის მანძილზე დევნილთა პრობლემები არ გახდა სოციალური პოლიტიკისთვის პრიორიტეტი და დღესაც, ამ ტრაგედიის ფონზე მაშინ, როცა ყველა თავდახრილი უნდა დავდიოდეთ მაშინ, როცა მინიმუმ სინდისი უნდა გვაწუხებდეს და საკუთარ პასუხისმგებლობას ვიაზრებდეთ, რას ვაკეთებთ? რა განცხადებებს ავრცელებს უწყება, რომლის პირდაპირი პასუხისმგებლობაა დევნილთა კეთილდღეობა.

გუშინ ფიზიკურად იცავდა მოსახლეობა მიცვალებულს, სწორედ იმიტომ, რომ მისი სახელი ლაფში არ ამოესვარათ, რისი არაერთი მაგალითიც გვაქვს, სამწუხაროდ ქვეყანაში.

ჩვენ, სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები, დავიცავთ ჩვენი მეზობლის, ჩვენთვის შეწირული ბატონი ზურის, არა მარტო ცხედარს, არამედ სახელსაც.

სრულიად სამარცხვინო და ამორალურია ის განცხადებები, რაც ვრცელდება, ეს არ ყოფილა უბედური შემთხვევა, მოუცლელო ბატონო მინისტრო, გულგრილმა პოლიტიკამ გაწირა ადამიანი. არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა იმისთვის, რომ ეს ტრაგედია აგვერიდებინა და არცერთი ნაბიჯი არ იდგმება დღეს პროაქტიურად, რომ სხვა ოჯახები იყვნენ დაცული. რახანია ვიბრძვით, რახანია ვცდილობთ კომუნიკაციას, ჩვენთვის კი არავის სცალია. 29 წელია ვცხოვრობთ ამ პირობებში, დავკარგეთ ქონება, დავკარგეთ სახლი, დავკარგეთ მშვიდი ცხოვრების უფლება, დავკარგეთ განვითარების პერსპექტივა. ვითხოვთ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების აღსრულებას, ვითხოვთ, შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად მოყენებული ზარალის ანაზღაურებას, ვითხოვთ ადამიანურ, უსაფრთხო პირობებს.

მე ჩემს სიტყვას ბატონი ზურის სიტყვებით დავასრულებ, „იქნებ თქვენ მაინც გეშველოთ“. ადამიანების სიცოცხლე არ უნდა ეწირებოდეს უჩინარი ადამიანების ხმის გაჟღერებას. გთხოვთ ყველას, გაუფრთხილდით გარდაცვლილი ადამიანის სახელს და მისი ოჯახის წევრებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....

სხვა ამბები

გიორგი ვაშაძე – ღარიბაშვილი ბრიუსელიდან გამოაპანღურეს

ჩვენი ისტორიული კომპასი მხოლოდ დასავლეთს აჩვენებს, ნებისმიერი წინაღობა ამ გზაზე, “რუსკი კარაბლის” გზას უნდა გავუყენოთ! – გვარამია

ხარკოვის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 24 დასახლება გაათავისუფლეს – ზალუჟნი

არაქალთკვლა დღეს ამაზე მეტს არ ვიტყვი – სალომე ზურაბიშვილი

ლატვიის პრეზიდენტი – დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი

ავტობუსში ცოლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს