aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო

ბატონო ზელენსკი, თქვენთვის ცუდი ამბავი მაქვს – პოროშენკო მიმართვას ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბატონო ზელენსკი, თქვენთვის ცუდი სიახლე მაქვს: 17 იანვარს 09:10 საათზე ვარშავადან რეისით მე უკრაინაში ვბრუნდები, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში იმ მიზნით ბრუნდება, რომ უკრაინა დაიცვას რუსეთის აგრესიისგან.

„ისინი შეეცადნენ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დახმარებით ჩემს დაკავებას. რატომ კეთდება ეს? პირველ ყოვლისა, ჩემს დასაშინელად. მათ ეს ნამდვილად არ გამოუვათ. ისევე, როგორც ჩვენ არ გვეშინოდა პუტინის, ისევე როგორც ჩვენ მას წინააღმდეგობა გავუწიეთ, ჩვენ ნამდვილად არ შეგვეშინდება ზელენსკის.

ბატონო ზელენსკი, თქვენთვის ცუდი სიახლე მაქვს: 17 იანვარს 09:10 საათზე ვარშავადან რეისით მე უკრაინაში ვბრუნდები. რა თქმა უნდა, არა იმისთვის, რომ თქვენგან დავიცვა თავი, თქვენ ამად არ ღირხართ. არამედ იმისთვის, რომ უკრაინა დავიცვა. დავიცვა უკრაინა რუსეთის აგრესიისგან. დღეს აქ ბრიუსელში, ყველა ამბობს, რომ ეს არის საფრთხე არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. შესაძლოა, ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე ბოლო 30 წლის განმავლობაში. თუმცა თქვენ ეს არ გესმით“, – აცხადებს პოროშენკო.

იტვირთბა....