ახალი ამბები სამართალი

ბადრი ესებუას უკვე 452 დღეა ეძებენ

452 დღეა, ბადრი ესებუას ეძებენ.

 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ, 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. მამაკაცი ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.შსს-ს ინფორმაციით, შეიარაღებული მამაკაცი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარში მცხოვრები, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ბადრი ესებუა იყო. შსს-მ ამ დრომდე ვერ მიაგნო მის კვალს.

შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ჟურნალისტებმა არაერთხელ მიმართეს შეკითხვით, თუ როდის მოახერხებდა უწყება ესებუას დაკავებას. ერთ-ერთი ბოლო განცხადება აღნიშნულ საკითხზე გომელაურმა 5 მაისს გააკეთა.

“დავაკავებთ აუცილებლად. ახლა გავალ და რამდენიმე წუთში, ალბათ, დაკავებული იქნება. ამაზე მილიონჯერ გავაკეთე განცხადება. შეიძლება, 10 წელი გავიდეს და მერე დააკავონ, ეს ჩვეულებრივი თემაა. გვინდა, რომ დავაკავოთ”, – უთხრა ძალოვანი უწყების პირველმა პირმა მედიის წარმომადგენლებს.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....

სხვა ამბები

50 წელს ზემოთ მყოფი პირები ბუსტერ დოზაზე 100 ლარს მიიღებენ

გამყრელიძე: ცოტა მიხარია, რომ 53%-ზე ავიდა პირბადის ტარება, ანუ ხალხი ცოტა შეშინდა

გამყრელიძე: პანიკას ნუ მივეცემით

გამყრელიძე ომიკრონზე: ჰოსპიტალიზაცია 16 000-მდე შემთხვევიდან დაჭირდა დაახლოებით 16 ადამიანს

გამყრელიძე: 15 000-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, სადღაც 3-4-ჯერ მეტი უნდა ვიანგარიშოთ

გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 15 762 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 42 პაციენტი