aviabiletebi
ახალი ამბები საზოგადოება

საქართველოს მთავრობამ, რამდენიმე დღით საკლუბო ღონისძიებების გამართვის ნებართვა გასცა

aviabiletebi
ავიაბილეთები

2022 წლის 14 იანვრიდან 2022 წლის 16 იანვრის 06:00 საათამდე ღამის კლუბებსა და ელექტრონული მუსიკის მოსასმენ სივრცეებში  საკლუბო ღონისძიებების გამართვა დასაშვებია, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია აღნიშნული. 

„დასაშვებია 2022 წლის 14 იანვრიდან 2022 წლის 16 იანვრის 06:00 საათამდე  ელექტრონული მუსიკის მოსასმენი სივრცეებისა და ღამის კლუბების საქმიანობა, „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რეკომენდაციების დაცვით, დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 14 იანვრიდან“, – ნათქვამია დადგენილებაში.

იტვირთბა....