aviabiletebi
ახალი ამბები კორონავირუსი

ბუწაშვილი: დაწესებულებებში შესვლისას ტემპერატურის გაზომვის მოთხოვნამ არ გაამართლა

aviabiletebi
ავიაბილეთები

დაწესებულებებში შესვლისას ტემპერატურის გაზომვის მოთხოვნამ არ გაამართლა, – აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში, ექიმი ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი წერს.

მისივე თქმით, პანდემიის მართვის კუთხით, ამან დიდად არ გაამართლა, “ომიკრონის” გავრცელების პერიოდში კი მნიშვნელობა დაკარგა.

“მე ვფიქრობ, გადასახედია მოთხოვნა დაწესებულებებში შესვლისას ტემპერატურის გაზომვის შესახებ. ამ მეთოდმა ისედაც დიდად არ გაამართლა ინფექციის კონტროლის კუთხით, მაგრამ ახლა საერთოდ დაკარგა მნიშვნელობა იმ პირობებში, რომ ომიკრონით ინფიცირებულებს ტემპერატურა ხშირად საერთოდ არა აქვთ.

დაწესებულებებს კი ერთი დამატებითი და ფაქტიურად უსარგებლო კადრის საჭიროება მოეხსნებათ”, – წერს მაია ბუწაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ომიკრონით ინფიცირების 1 185 შემთხვევაა დადასტურებული.

იტვირთბა....