aviabiletebi
ახალი ამბები საზოგადოება

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში დასაქმებულია 6 მოლარე, თუმცა სალაროები არ ფუნქციონირებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში დასაქმებულია 6 მოლარე, თუმცა სალაროები არ ფუნქციონირებს, – აღნიშნულის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.

აუდიტის რეკომენდაციით, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ უნდა შეისწავლოს მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობა და არსებული საკადრო პოლიტიკა; განსაზღვროს რამდენად პასუხობს მათი საქმიანობა მუნიციპალიტეტის მიზნებსა და ამოცანებს.

აგრეთვე აუდიტის სამსახურის აზრით, მნიშვნელოვანია, გაანალიზდეს ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა უფლება-მოვალეობები და მათზე დახარჯული სახსრები. საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს თანამშრომელთა ფუნქციური დატვირთვა ან საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია.

„აუდიტის ჯგუფის მიერ ბოტანიკური ბაღის დათვალიერებით გამოვლინდა, რომ ბაღში შესვლა უფასოა და სალაროები არ ფუნქციონირებს. შესაბამისად, ხელფასები გაიცემა პირებზე, რომელთა ფუნქცია-მოვალეობები არ არის შესრულებადი“, – წერს აუდიტი.

იტვირთბა....