aviabiletebi
ახალი ამბები სამართალი

რუსთავში 17 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსთავში 17 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია “მეტრონომს” შსს-ში დაუდასტურეს.

ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა არასრულწლოვნის გარდაცვალების მიზეზი, თუმცა დაუზუსტებელი ცნობებით, მომხდარის სავარაუდო მიზეზად ალკოჰოლით ინტოქსიკაცია სახელდება, თუმცა განიხილება “ზედოზირებით” გამოწვეული ასფიქსიაც. არსებული ინფორმაციით, 14 იანვარს, ძველით ახალი წლის ღამეს 17 წლის ბიჭი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იტვირთბა....