ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ღარიბაშვილი: ჩვენი დროშა მუდამ იქნება აღმართული იმის ნიშნად, რომ კვლავაც დავიცავთ და გავაძლიერებთ იმას, რაც დიდი ბრძოლისა ფასად მოვიპოვეთ – ჩვენს დამოუკიდებლობას

ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს ვულოცავ ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული სიმბოლოს – საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს.
სახელმწიფო დროშა სიმბოლოა იმისა, რომ ამ მიწაზე მცხოვრებ არაერთი ეთნოსის, მრავალფეროვანი კულტურის ხალხს ერთი გვაქვს სამშობლო და ერთი გვაქვს მომავალი. იგი განასახიერებს ყველა ჩვენგანის საერთო მისწრაფებას, რომ ჩვენი დიდი ისტორიისა და კულტურის საფუძველზე ვაშენოთ თანამედროვე, განვითარებული, ძლიერი საქართველო.
დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, სახელმწიფო და ეროვნულ მოღვაწეებს, ყველას, ვინც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს მსახურებას მიუძღვნა.
ჩვენი დროშა მუდამ იქნება აღმართული იმის ნიშნად, რომ კვლავაც დავიცავთ და გავაძლიერებთ იმას, რაც დიდი ბრძოლისა და შრომის ფასად მოვიპოვეთ – ჩვენს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას

წერს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....

სხვა ამბები

ხოშტარია: ვერ ვეტყვი ჩემ შვილებს ‘მე მომკლეს ბაბუ’, უნდა ვუთხრა არ შევეგუები და ყველაფერს ვიზამ

გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 15 762 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 42 პაციენტი

სახელმწიფო ინსპექტორი: მეტროში შშმ პირზე ძალადობის საქმეზე ორი პოლიციელი დააკავეს

ტორესა მოსი: საბჭოთა მილიცია გვაქვს…სისტემა აგურ-აგურ უნდა დავშალოთ

ზელენსკი: კერკეტი კაკალი გამოვდექი…მზად არ ვიყავი ჩემი ქვეყნისთვის მეღალატა

თარგამაძე: უსიტყვო გმინვამ შემზარა…თუ რეაქცია არ გაქვთ, არც გული გაქვთ, არც გონი და არც ადამიანი ხართ