aviabiletebi
ახალი ამბები კორონავირუსი

ცერცვაძე: ხალხმრავალი აქციები ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობდა

მე არ ვიცი ეს გამოწვევა(ომიკრონი) რა მასშტაბებს მიიღებს, ყოველთვის შეიძლება დადგეს ისეთი მასშტაბები, რომ ყველაზე გამართულმა სისტემამაც ვერ გაუძლოს. ამერიკაში და ინგლისში უკვე ვერ უძლებენ. საქართველოში კოვიდის საწინააღმდეგო სამსახური ძალიან კარგად გამართულია. არის მზად და ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ბოლო თვეების მანძილზე ვერ დამისახელებს ვერავინ ფაქტს, როდესაც ერთი ავადმყოფი მაინც დარჩა ექიმის ყურადღების გარეშე, ერთი პაციენტი მაინც, რომელსაც სჭირდებოდა ჰოსპიტალიზაცია და ვერ მოახერხა, ან დააკლა ჟანგბადი. ამ პიკს, რომელიც გადავიარეთ ნაკადების მართვის კუთხით ქვეყანა საკმაოდ კარგად გაუმკლავდა. ნუ აურევთ ერთმანეთში პანდემიის მართვას და კლინიკურ მართვას. პირველ შემთხვევაში კარგად გაუმკლავდა. იყო სუსტი მხარეებიც განსაკუთრებით პირბადეების გამოყენების მაჩვენებელი იყო ძალიან დაბალი სხვა ქვეყნებთან შედარებით. ასევე დაბალი ვაქცინაციის მაჩვენებელი, რომელიც სხვაგან ბევრად მეტია. ასევე პერმანენტული ხალხმრავალი აქციები, ოქტომბრიდან მოყოლებული, რომელიც ცხადია ხელს უწყობდა ვირუსის გავრცელებას. დღეს მეტნაკლებად სტაბილური ვითარებაა შენარჩუნებული, 5 000-ის ფარგლებში ვართ და ომიკრონის ფონზე საკმაოდ კარგი მაჩვენებელია
aviabiletebi
ავიაბილეთები

 

აღნიშნულის შესახებ ინფექციური პათოლოგიების ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

იტვირთბა....