aviabiletebi
ახალი ამბები პოლიტიკა სამართალი

ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, საქართველომ ბოლო წლებში უკუსვლა განიცადა – ლორდთა პალატაში სააკაშვილის საქმე განიხილეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, საქართველომ ბოლო წლებში უკუსვლა განიცადა, – დიდი ბრიტანეთის, ლორდთა პალატაში სააკაშვილის საქმე განიხილეს.

გთავაზობთ ლორდების განცხადებებს:

უიმბლდორის ლორდი – აჰმადი

ჩვენ ამჟამად ყურადღებით ვაკვირდებით იმ მოვლენებს, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის დაკავებასთან არის დაკავშირებული..ადამიანის უფლებების საკითხში ბოლო წლებში საქართველომ უკუსვლა განიცადა.

პენტრეგრთის ლორდი, ჰარისი

მისი პრეზიდენტობის დროს საქართველომ ეკონომიკური აღმავლობა განიცადა,  მან გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, კორუფციის დასამარცხებლად და როდესაც 2013 წელს არჩევნები წააგო, მშვიდობიანად გადასცა მმართველობა ოპონენტებს, რაც საქართველოს ისტორიაში პირველი ასეთი შემთხვევა იყო. შემდეგ ჩამოართვეს მოქალაქეობა და ჩასვეს ციხეში შეთითხნილი საქმეების გამო, რაც საერთაშორისო მედიამ დაახასიათა, როგორც პოლიტიკური შურისძიება. ვფიქრობ სამართლიანი იქნება თუ საქართველოს მთავრობბასთან პროტესტს გამოვთქვამთ და ვთხოვთ დიდი ბრიტანეთის ელჩს მოინახულოს ბატონი სააკაშვილი საპატიმროში.

ჩიზვიკის ლორდი – ჰანეი

ამ პალატის და რომელიმე ლორდის განსახილველი ნამდვილად არ არის ყოფილი პრეზიდენტის დანაშაული ან უდანაშაულობა. თუ ჩვენ გვსურს ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის უფრო გაღრმავება, ამაში უდიდეს როლს ითამაშებს საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანების უფლებების ევროპული კონვენციის დებულებების ზედმიწევნით შესრულება.

ჰაიბერის ლორდი – კოლინზი

ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არის ერთი ნაწილი იმ დიდი პრობლემებისა, რასაც ადამიანის უფლებების გაუარესება ეწოდება. განსაკუთრებით კი ეს ეხება შრომის უფლებებს. ვიმედოვნებთ ამ კუთხით საქართველოში მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება.

 

ცნობისთვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სააკაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობდა, რომელიც საზღვრის უკანონო კვეთას შეეხებოდა.

მომდევნო სასამართლო პროცესი 4 თებერვალს 11:00 საათზე ჩაინიშნა.

იტვირთბა....