aviabiletebi
ახალი ამბები პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

ალასანია: ვერ ვეგუები, რომ ეს ჩემი შვილის თავს ხდება, ამის გადატანა ძნელია, თავი სიზმარში მგონია

მე ჩემი შვილის ყველა სიტყვით გამოსვლას ვესწრებოდი, გაკეთდა შენიშვნები იმასთან დაკავშირებით, რომ საით უნდა გაეხედა. საქმე იმაშია, რომ ჩემი შვილისთვის ეს არის ტრიბუნა და ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ქართველ ხალხთან ლაპარაკი და ეს ხერხდება ამ პროცესების დროს. ამ ყველაფრის გადატანა ჩემთვის ძალიან რთულია, სულ სიზმარში მგონია იცით თავი. ვერაფრით ვერ ვეგუები და ვერ წარმომიდგენია, რომ ეს ყველაფერი ჩემს შვილთან დაკავშირებით ხდება. ძალიან დიდ უსამართლობად მიმაჩნია. მისი გამოსვლიდან არ ვიცოდი და გავიგე მისი საზღვარზე გადმოსვლის დეტალები. ელგუჯა ცომაიას გამოსვლაც მოვისმინე, ის ძალიან ღირსეული ადამიანია. თქვა, რომ მისთვის დიდი პატივი იყო მის სახლში სააკაშვილის სტუმრობა. გულისამაჩუყებელი იყო, ისე თქვა ეს ყველაფერი. ჩემი შვილის მმართველობაში მოსვლამდე საქართველოს საერთოდ საზღვრები არ ჰქონდა. მის მიერ შეიქმნა ეს ყველაფერი.შლანგბაუმი გვაშორებდა აჭარას, შემდეგ მოირღვა და საქართველოს გაერთიანება მოხდა.
aviabiletebi
ავიაბილეთები

 

აღნიშნულის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

იტვირთბა....