aviabiletebi
ახალი ამბები სამართალი

ელგუჯა ცომაია: მოტაცება თუ იქნებოდა, სააკაშვილს კი არა ივანიშვილს მოვიტაცებდი, ფული მაგას აქვს

aviabiletebi
ავიაბილეთები

მოტაცება თუ იქნებოდა, სააკაშვილს კი არა ივანიშვილს მოვიტაცებდი, ფული მაგას აქვს, – აღნიშნულის შესახებ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ელგუჯა ცომაიამ განაცხადა.

როგორც ცნობილია, მას დანაშაულის დაფარვას ედავებიან და მასაც ძმები წოწერიების მსგავსად პატიმრობა აქვს შეფარდებული.

“მოტაცება თუ იქნებოდა, სააკაშვილს კი არა ივანიშვილს მოვიტაცებდი, ფული მაგას აქვს. ამდენი რამის გამკეთებელი თუ ვიყავი.ჩემთვის უდიდესი პატივი იყო მიხეილ სააკაშვილის ჩემს სახლში ყოფნა.ბავშვების ოთახში დავაძინე. იმდენი პრობლემები მქონდა და ვერავინ ვერ მიშველა, როგორ არ უნდა ვცე მე პატივი?”, – აცხადებს ელგუჯა ცომაია.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ელგუჯა ცომაიას კუთვნილი ტრაილერით შემოვიდა.

სააკაშვილის საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 4 თებერვალს ჩაინიშნა.

იტვირთბა....