aviabiletebi
ახალი ამბები სამართალი

სააკაშვილი: ანწუხელიძემ სიცოცხლე გაწირა, რომ დედა არ შეეგინებინა ჩემთვის, ამათ მიწაზე მათრიეს

მე გიორგი ანწუხელიძეს არ ვიცნობდი, მაგრამ როცა დედამისი გავიცანი, მივხვდი, რატომ გაიზარდა ის ისეთი, როგორიც იყო. დედაჩემმაც ასე გამზარდა. დედაჩემი დიდხანს მელაპარაკებოდა, გორში იყო ამის საშუალება, მის ახალ აღმოჩენებზე საქართველოს ისტორიაში – თამარ მეფის ეპოქაზე, დავით აღმაშენებლის ეპოქაზე, გიორგი ბრწყინვალის ეპოქაზე, და ძალიან მიხარია, რომ გაუჩერებლად მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ ნერვები მთლად დაწყნარებული არ უნდა ჰქონდეს. იბრძვის ბოლომდე და ეს კარგია.   როდესაც ვლაპარაკობთ გიორგი ანწუხელიძეზე, ის იყო ახალგაზრდა კაცი. მინდა შეგახსენოთ, გიორგი ანწუხელიძეს რას სთხოვდნენ იმ ვიდეოში, ვისაც არ გინახავთ. პირველი მოთხოვნა იყო, აკოცე ქართულ მიწას და მეორე მოთხოვნა იყო, შეაგინე მიშას, ესე იგი საქართველოს მთავარსარდალს. მე რომ ვყოფილიყავი იქ, ვეტყოდი, გიორგი დედაც შემაგინე, რაც გინდა ის ქენი, შემაფურთხე, ოღონდ სიცოცხლე გადაირჩინე, როგორც ვუთხარი ამ ხალხს, ვინც აქ მოვიყვანე.  გიორგი ანწუხელიძემ არც მიწას აკოცა და არც მთავარსარდალი მოიხსენია აუგად, რომელსაც ამით არაფერი დააკლდებოდა, პირიქით, ერთი მებრძოლის სიცოცხლეს გადავარჩენდით. და ამათ, ამათ არა, გლდანის ციხეში ვინც იყვნენ, მთავარსარდალი, რომლისთვისაც შეურაცხყოფა რომ არ მიეყენებინა და აუგად არ მოეხსენიებინა, გიორგი ანწუხელიძემ სიცოცხლე გაწირა, მიწაზე ათრიეს და ყველანაირი შეურაცხყოფა მომაყენეს, რაც არსებობს.   გორის ჰოსპიტალში, სადაც დაცული უნდა ვყოფილიყავი, რვა კაცი დამახტა საწოლზე და მახრჩობდა 200-110-ზე წნევით. გიორგი ანწუხელიძემ კი სიცოცხლე გაწირა, რომ დედა არ შეეგინებინა ჩემთვის
aviabiletebi
ავიაბილეთები

 

აღნიშნულის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

 

 

იტვირთბა....