aviabiletebi
ახალი ამბები სამართალი

სააკაშვილი: იცით სად გადავლახე საზღვარი?…ბრეზენტი გადამაფარა, ჩამსვა და შემაპარა

ხომ გსიამოვნებთ სანაპირო ბულვარი, ბოლომდე ვერ დავამთავრე, თუმცა რაც მოვასწარი ისიც, ხო ძალიან მაგარია. შავ ზღვაზე არაფერს არ გავს. სირცხვილი არ არის, რომ ამ ყველაფრის შემქმნელი ეხლა ციხეში ვიჯდე? ბათუმი იყო დაჭაობებული სოფელი სადაც შესასვლელად საბაჟოს გავლა გვჭირდებოდა.    იცით სად გადავლახე ერთხელ საზღვარი არალეგალურად საბარგულში? ასლან აბაშიძეს რომ ეყენა საბაჟო. ქობალიამ ჩამსვა თავისი პიკაპის საბარგულში გადამაფარა ბრეზენტი და ესე შევედი ასლანის კონტროლირებად ტერიტორიაზე, რადგან იმ პერიოდში ის არ იყო საქართველოს იურისდიქციაში. ბრეზენტ გადაფარებული შევედი. ამაზეც ხომ არ გამასამართლებენ? რადგან ნამდვილად ესე იყო, ბრეზენტი გადამაფარა, ჩამსვა და შემაპარა. აღარ არის არც ჩოლაქი, არც ის ბანდიტები არიან იქ. სირცხვილი არ არის, რომ მე ვინც ბათუმი აგიშენათ მაიმუნად დადიოდეს ამ ქალაქში? რაღაც სამართლიანობა ხომ უნდა არსებობდეს ამ ქვეყნად. ყოველი კვადრატული ჩვენი დაგეგმილია. არ არის სირცხვილი თითოეულმა თქვენგანმა ჩაიხედეთ გულში. არ მაქვს უფლება ერთხელ თავისუფლად ამ ხალხის გარეშე გავიარო? დამიწყებენ შენ რა გინდა აქ? თქვენ რა გინდათ აქ? ჩემი გაკეთებული და აშენებულია საქართველო
aviabiletebi
ავიაბილეთები

 

აღნიშნულის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

იტვირთბა....