aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

სარჯველაძე ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე: ფაქტი რომელიც ჩაითვალა, რომ არის დანაშულებრივი, ამის დადასტურებას პრობლემა არ ქონია

ფაქტი რომელიც ჩაითვალა, რომ არის დანაშულებრივი, ამის დადასტურებას პრობლემა არ ქონია სასამართლოს სხდომების მიმდინარეობის დროს და განხილვების პროცესში. რაც შეეხება  სამართლებრივ შეფასებას, რომ რა ქვია ამ დანაშაულს, ეს არის თაღლითობა თუ ფულის გათეთრება თუ კიდევ სხვა რამ – აი, ამასთან დაკავშირებით აღმოჩნდა განსხვავებული შეხედულებები და სასამართლომ თქვა, რომ ამას ქვია არა კატეგორიის დანაშაული, არამედ სხვა კატეგორიის, ოღონდ დანაშაულია ორივე შემთხვევაში. ყველა სპეკულაციას, რომელიც ამ დავის ირგვლივ კეთდებოდა, ამ პერიოდის განმავლობაში, ყველანაირი საფუძველი გამოეცალა, აღარავითარი მიზეზი, პოლიტიკური დევნისა თუ პოლიტიკური მოტივაციისა და ასე შემდეგ, ვფიქრობ, უბრალოდ, აღარ მოიპოვება
aviabiletebi
ავიაბილეთები

ასე შეაფასა ქართული ოცნების წევრმა მიხეილ სარჯველაძემ სასამართლო გადაწყვეტილება ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე. სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის მაგამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და მათ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, მოსამართლემ ე.წ. ფულის გათეთრების საქმე იმ მუხლით გადააკვალიფიცირა, რომელზეც ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება, შესაბამისად, ისინი სასჯელის ვადის მოხდისგან თავისუფლდებიან. პარტია “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მოსამართლის მიერ დღეს გამოტანილი გამამტყუნებელი გადაწყვეტილება სააპელაცია სასამართლოში გასაჩივრდება.

იტვირთბა....