aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

უგულავა: მართლა უფსკრულის პირას გავდივართ და ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოვცურდეთ

ჩემი აზრით, პირველ რიგში, ეს მოხდა იმის გამო, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი წნეხი, პოლარიზაცია გაიზრდებოდა. საერთოდ, საოცარი რამ მოხდა, სასამართლო ადგა და ასე ვთქვათ კოლექტიურ ანრი ოხანაშვილს მისცა საინფორმაციო საკვები, ანუ მისცა სალაპარაკო – “აი, ხომ ვამბობდით, რომ ეს ხალხი დამნაშავეა”. სიმართლე კი არის ის, რომ სასამართლომაც და პროკურატურამაც სამართლებრივად ითაღლითა, კლასიკური საბჭოთა მართლმსაჯულება ჩაატარეს. აი, თავად ნახავთ უმრავლესობის “მესიჯ ბოქსს” – “აი, ხომ ვამბობდით, რომ დამნაშავეები არიან.” საბჭოთა მოდელიც ასეთი იყო… ახლა გამარჯვებაზე საუბარი არ არის, გამარჯვებული იქნება ქვეყანა, როდესაც ექნება თავისუფალი სასამართლო, სადაც ასეთი სამართლებრივი თაღლითობები არ მოხდება. მართლა უფსკრულის პირას გავდივართ და ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოვცურდეთ
aviabiletebi
ავიაბილეთები

ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ tv პირველთან საუბრისას განაცხადა. სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის მაგამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და მათ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, მოსამართლემ ე.წ. ფულის გათეთრების საქმე იმ მუხლით გადააკვალიფიცირა, რომელზეც ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება, შესაბამისად, ისინი სასჯელის ვადის მოხდისგან თავისუფლდებიან.

იტვირთბა....