aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

მელია: მქონდა ეს მოლოდინი, რომ ივანიშვილი ამას ვერ გაბედავდა… ახალი ტემპით უნდა მოვემზადოთ შეტევისთვის

ბიძინა ივანიშვილმა უბრალოდ ვერ გაბედა ამ ეტაპზე კიდევ ახალი პოლიტიკური პატიმრები შემატებოდა იმ მრავალრიცხოვან პატიმართა რიგებს. მე პირადად მქონდა ეს მოლოდინი, რომ ამას ვერ გაბედავდა, მისივე სტანდარტითაც კი ეს იქნებოდა მეტისმეტი და რა თქმა უნდა მისასალმებელია, ის რომ ადამიანები 3 წლის განმავლობაში იბრძოდნენ, მიხარია, რომ ასეთი ადამიანები სულ უფრო და უფრო ბევრნი არიან პოლიტიკურ სპექტრში, ოპოზიციურში, რომლებიც არ ნებდებიან და თავს არ უხრიან. სწორედ ეს გათვლა ქონდა ბიძინა ივანიშვილს ამ 3 წლის განმავლობაში, რომ სხვადასხვა საქმეების აღძვრის შემდეგ გამოშიგნავდა ოპოზიციური ველიდან სხვადასხვა პოლიტიკოსებს, მაგრამ პირიქით უფრო და უფრო შეუპოვრები ხდებოდნენ, თუმცა პრობლემა არსად არ წასულა, უდიდესი პრობლემა რომელიც პოლიტიკურ მართმსაჯულებას ეხება, პოლიტიკური მართმსაჯულება რომელიც იარაღად აქვს ბიძინა ივანიშვილის, ვერც ერთი საქართველოს მოქალაქე არა თუ პოლიტიკოსი ვერ იგრძნობს თავს დაცულად, სანამ სასამართლოს მართვის ბერკეტები ბიძინა ივანიშვილს აქვს ჩაგდებული… ამ რეჟიმის პირობებში ქვეყანა ვერ განვითარდება, მოქალაქეების ყოფა ვერასოდეს ვერ გაუმჯობესდება, ეს არის აქსიომა სამწუხაროდ, რისი ცვლილების დაუოკებელი სურვილი აქვს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს… ახლა ყველანი ახალი ტემპით უნდა მოვემზადოთ შეტევისთვის ამ რეჟიმის დასამარცხებლად, ვფიქრობ, ერთიანობა, კონსოლიდაცია ამ პროცესში არის უმნიშვნელოვანესი, როგორც არასოდეს და მჯერა, რომ არც თუ ისე დიდიხანი გვაშორებს იმ მომენტს, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებები მოხდება
aviabiletebi
ავიაბილეთები

ამის შესახებ ენმ-ის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის მაგამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და მათ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, მოსამართლემ ე.წ. ფულის გათეთრების საქმე იმ მუხლით გადააკვალიფიცირა, რომელზეც ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება, შესაბამისად, ისინი სასჯელის ვადის მოხდისგან თავისუფლდებიან.

იტვირთბა....