aviabiletebi
მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

გოცირიძე: ნაციონალურმა მოძრაობამ ან უნდა დაიწყოს აქტიური საპარლამენტო საქმიანობა, ან უნდა დატოვოს ის

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დაემორჩილება პარტიის გადაწყვეტილებას მიუხედავად რადიკალურად განსხვავებული პოზიციისა.

მისი თქმით, საჭროა ან პარლამენტიდან ბრძოლა, ან საკანონმდებლო ორგანოს ბერკეტებზე უარის თქმა მოსალოდნელი შედეგებითურთ.

“ნაციონალურმა მოძრაობამ ან უნდა დაიწყოს აქტიური საპარლამენტო საქმიანობა, ან უნდა დატოვოს პარლამენტი. ყველაზე უარესი არის ის მდგომარეობა (ანუ ბოიკოტი), რომელშიაც საპარლამენტო ფრაქცია ამჟამად იმყოფება. მოარული გამონათქვამი, რომ “რუტინაში ხომ არ მივიღებთ მონაწილეობას” არის ზარმაცების მოგონილი. ყველგან უნდა ვიყოთ პარლამენტში: კომიტეტებში, პლენარულ სხდომაზე, მაგიდასთან, ტრიბუნაზე, კორიდორებში და “გარე პერიმეტრზეც”. სრულ კომფორტში ვამყოფეთ პარლამენტში “ქართული ოცნება” ბოლო წლების განმავლობაში. ნაცვლად იმისა, რომ მინისტრებს პარლამენტში მოსვლის წინ ღამეები არ სძინებოდათ, მათი ვიზიტი ფორმალურ გასეირნებად იქცა.
მიდგომა, რომ ერთჯერადად შევალთ კონსტიტუციასთან დაკავშირებულ კენჭისყრაზე ან მხოლოდ დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მივიღებთ მონაწილეობას, არის არსებული, ყველაზე უარესი მდგომარეობის შენარჩუნების ნაირსახეობა”, – წერს რომან გოცირიძე.

იტვირთბა....