ახალი ამბები მთავარი სამართალი

რატომ ესროლეს ფოთის პროკურორს?

ღამით, ფოთის პროკურორ ალექსანდრე გოგუაძის მანქანას ესროლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი მანქანას სავარაუდოდ, 4 ტყვია აქვს მოხვედრილი.

როგორც მთავარი პროკურატურაში აცხადებენ, ამ საქმეში გამოძიება მიმდინარეობს.

თავად პროკურორი ჟურნალისტებთან საუბარს თავს არიდებს. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი მის ერთ-ერთ საქმეს უნდა ეხებოდეს.

„გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108 მუხლით, რაც ეხება მკვლელობის მცდელობას. საქმეს სამეგრელო-ზემოსვანეთის საქალაქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი“- განაცხადეს პროკურატურაში.

იტვირთბა....