"ტაბულას" ჟურნალისტების ცემის ფაქტზე 4 ეჭვმიტანილი ცნობილია - Metronome.Ge
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ტაბულას” ჟურნალისტების ცემის ფაქტზე 4 ეჭვმიტანილი ცნობილია

 

შსს-ს თანამშრომლებმა 12 იანვარს, რესტორან „ჭაშნაგირში“ ტელეკომპანია „ტაბულას“ ჟურნალისტებთან მომხდარ ინციდენტში მონაწილე ოთხი ეჭვმიტანილის ვინაობა დაადგინეს. მათგან ერთ-ერთი ქალბატონია. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

„შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 12 იანვარს, თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე, რესტორან „ჭაშნაგირში“ ტელეკომპანია „ტაბულას“ ჟურნალისტებთან მომხდარ ინციდენტში მონაწილე ოთხი პირი: 1988 წელს დაბადებული შალვა გ., 1988 წელს დაბადებული თორნიკე თ., 1990 წელს დაბადებული დემეტრე ლ. და 1994 წელს დაბადებული ანი ხ. დაადგინეს.

ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება ცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით)”,- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ამავე თემაზე
იტვირთბა....