ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბასიანის დამფუძნებელი: ამ ეტაპზე ვაპირებთ დღევანდელი და მომდევნო ღონისძიებების ჩატარებას

კლუბ ბასიანის ერთერთი დამფუძნებელი ტატო გეთია ამბობს, რომ ბასიანი აპირებს, როგორც დღევანდელი ისე მომდევნო ღონისძიებების ჩატარებას.

“ჩვენ ვაპირებთ, სანამ მოგვეცემა საშუალება და სანამ რაღაც სხვა ხერხებს არ მიმართავს სახელმწიფო და რაღაც ბოროტმოქმედების გზებს არ აირჩევს, ჩვენ ვაპირებთ, რომ იმ პროცესში რაც გავიარეთ ორი წლის მანძილზე და რა შეთანხმებამდეც მივედით და ეს შეთანხმება იყო ის, რომ 17 დეკემბერს კლუბები იხსნება, ჩვენ შესაბამისად გავიღეთ ძალიან დიდი ხარჯები, რომ დაგვეკმაყოფილებინა ჩვენივე შექმნილი რეგულაციები, აქედან გამომდინარე ჩვენ სხვა გზა აღარ დაგვრჩა გარდა იმისა, რომ გავაგრძელოთ მუშაობა, როგორც იყო დაგეგმილი, შესაბამისად, ამ ეტაპზე ჩვენ ვაპირებთ დღევანდელი ღამის ჩატარებასაც და მომდევნო დაგეგმილი ივენთების ჩატარებასაც, თუმცა რა თქმა უნდა, საბოლოო ნაბიჯი არის სახელმწიფოზე, თუ რა მავნებლურ გზებს აირჩევენ ისინი”,- ამბობს ტატო გეთია.

დღეს BASSIANI-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის ნაჯა ორაშვილმა განაცხადა, რომ კლუბ ბასიანს ლუქავდნენ.

საკოორდინაციო საბჭომ კლუბების გახსნის გადაწყვეტილება არ მიიღო. საბჭოს წარმომადგენელმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ მიზეზი ომიკრონის შტამის გავრცელებაა.

იტვირთბა....