ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

სერიოზული ბრალდების შემდეგ კვაჭანტირაძემ პირველი განმარტება “მეტრონომთან” გააკეთა

საქართველოს პარლემენტის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ საკუთარ სიმართლეს სასამართლოს გზით დაამტკიცებს

“ეს ძველი თემაა ძალიან. 2012 წელსაც ამით ბებრძოდნენ. სხვა გზა ავირჩიე, სასამართლოს გზა“. – ასე უპასუხა „მეტრონომს“ კვაჭანტირაძემ.

ჩვენს კითხვაზე, სასამართლო წესით დავასთან დაკავშირებით, იგი პრესას უჩივლებს თუ არა, მან ღიმილით (სმაილიკი) გვიპასუხა.

შეგახსენებთ, “ქართულმა გაზეთმა” გამოაქვეყნა სტატია და დოკუმენტაცია, სადაც წერია, რომ კვაჭანტირაძეს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ 80 ათასი ლარის დავალიანება აქვს.

36418_cover_b

გამოცემა კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ზვიად კვაჭანტირაძემ გენერალური კონსულობის ბოლო წელს, გენერალური საკონსულოსთვის, სახელმწიფოს ხარჯზე, გამოიყვანა სრულიად ახალი ავტომანქანა მინივენი. როგორც სტატიაშია აღნიშნული, კვაჭანტირაძე ნასვამი მიუჯდა დაუზღვეველი ავტომობილის საჭეს და შეეჯახა ბოძს. ავტომობილი ისე დაიმტვრა, მისი აღდგენა შეუძლებელი გახდა.

გამოცემის წყაროს ცნობით, გენერალურმა კონსულმა დამტვრეული მანქანა გადამალა და მომხდარის შესახებ არ აცნობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. ფაქტი კი მხოლოდ მას შემდეგ გამოაშკარავდა, რაც ადგილზე ახალი გენკონსული ჩავიდა და ინვენტარიზაცია ჩატარდა.

გამოცემის ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა დაადასტურა მომხდარი ფაქტი და კვაჭანტირაძეს ზიანის ასანაზღაურებლად  გარკვეული ვადა მისცეს, თუმცა მან თანხა არ გადაიხადა.

“ქართული გაზეთის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საგარეო უწყება იძულებული გახდა მიემართა სასამართლოსთვის. სასამართლომ კი კვაჭანტირაძეს 80 ათასი ლარის ანაზღაურება დააკისრა საგარეო საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ, მაგრამ როგორც გამოცემა წერს, მას არც ეს თანხა გადაუხდია.

“ქართულ გაზეთს” სტატიაში მოყვანილი ფაქტების დასადასტურებლად მათ მიერ მოპოვებული დოკუმენტი მოჰყავს, კერძოდ კი საქალაქო სასამართლოს მიერ 2013 წლის 7 ოქტომბერს გამოტანილი განჩინება.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, განჩინებით სასამართლომ დაამტკიცა მორიგება მოსარჩელეს – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მოპასუხე ზვიად კვაჭანტირაძეს შორის.

 

.

 

იტვირთბა....