aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჰიბრიდული ომი: “რუსეთის სპეცსამსახურები ტერორისტებთან თანამშრომლობენ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსანდრე ტურჩინოვი აცხადებს, რომ რუსეთი ჰიბრიდულ ომს აწარმოებს როგორც უკრაინის, ისე ევროპისა და თურქეთის წინააღმდეგ.

ტურჩინოვმა გაიხსენა, რომ სტამბულში მომხდარი ტერაქტის გამოძიების დროს თურქეთის სპეცსამსახურებმა დააკავეს რუსეთის სამი მოქალაქე, რომლებსაც ბრალი ამ დანაშაულის ორგანიზებასა და „ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში ედებათ.

„ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ვრცელდება ინფორმაცია რუსეთის მოქალაქეების ტერორისტულ ორგანიზაციების საქმიანობაში მონაწილეობისა და ამ ორგანიზაციებზე რუსული სპეცსამხურების გავლენის შესახებ. ამასთან, სირიაში რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშების ანალიზი გვაჩვენებს, რომ ისინი პირველ რიგში ანადგურებენ არა „ისლამური სახელმწიფოს” სამხედრო ბაზებს, არამედ მშვიდობიან რეგიონულ ინფრასტრუქტურას – საავადმყოფოებს, პურის საცხობებს, ელევატორებს, საწარმოებს, საცხოვრებელ შენობებს”, – აცხადებს ტურჩინოვი.

ალექსანდრ ტურჩინოვის თქმით, რუსულმა ავიადარტყმებმა რეგიონში ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია. „სწორედ ამიტომ შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ 2016 წელს რუსეთი ჰიბრიდული ომს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროკავშირისა და თურქეთის წინააღმდეგაც აწარმოებს. ამ გზით რუსეთის ფედერაცია ამ ქვეყნების დასუსტებას გეგმავს, რათა შემდეგ „ტერორიზმთან ბრძოლის” თავის პირობებზე დაითანხმოს.

ტურჩინოვმა აღნიშნა, რომ კრემლი უკრაინის მიმართ საკუთარ აგრესიულ მიზნებზე უარს არ იტყვის. ამ კონტექსტში მან რუსეთის თავდაცვის მინისტრის – სერგეი შოიგუს განცხადება გაიხსენა, რომლის მიხედვით რუსეთი დასავლეთის მიმართულებით ახალი სამხედრო ბაზებისა და პოლიგონების განლაგებასა და სამხედრო ქვედანაყოფების ფორმირებას გეგმავს. „ამ მუქარის განხორციელება უკვე დაწყებულია და არა სადღაც შორს, არამედ უკრაინის საზღვართან”.

„ეს ყველაფერი, სამხედრო წინააღმდეგობის დეესკალაციისა და მათივე შექმნილი შეიარაღებული კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის შესახებ, რუსეთის ხელისუფლების განცხადებების აბსოლუტურ დეზავუირებას ახდენს”, – ამბობს ტურჩინოვმა.

 

წყარო:PlitCommersant

 

იტვირთბა....