ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნაჯა ორაშვილი: თითქმის 2-წლიანი პაუზის შემდეგ კლუბები იხსნება

ბასიანის ერთ-ერთი დამფუძნებლის ნაჯა ორაშვილის ინფორმაციით, თითქმის 2-წლიანი პაუზის შემდეგ კლუბები 17 დეკემბერს იხსნება. ამის შესახებ ორაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდის და Act4culture / The Cultural and Creative Industries Union of Georgia-ის მიერ ინიცირებული უსაფრთხო ღონისძიებების იდეა მხარდაჭერილია.

სამოქმედო გეგმას საფუძვლად უდევს ღია და დახურულ სივრცეებში ჩვენს მიერ ჩატარებული ორი საპილოტე ღონისძიების კვლევის შედეგი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახელმძღვანელო დოკუმენტში ტექნიკური საკითხების დაზუსტება, იმისთვის რომ ელექტრონული მუსიკის სივრცეებმა მოიპოვონ უსაფრთხო ღონისძიებისთვის საჭირო მწვანე სტატუსი.

17 დეკემბერს, თითქმის ორ წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს მასშტაბით კლუბების კარი გაიხსნება და იმედი მაქვს, აღარასოდეს დაიხურება.

მადლობა ყველას, ვინც ერთგულად და მტკიცედ დაიცვა საკლუბო კულტურის მთავარი მონაპოვარი – უსაფრთხო სივრცის იდეა, სადაც ზრუნვა და ცოდნის გაზიარება ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. შევხვდებით საცეკვაო მოედნებზე”,- წერს ორაშვილი.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....

სხვა ამბები

ტალიაშვილი შშმ პირის ცემაზე: ენმ-ს მცდელობა, ხავსს ჩაჭიდებული ჩაუსაფრდნენ შემთხვევებს, წარუმატებელია

გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 15 762 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 42 პაციენტი

სახელმწიფო ინსპექტორი: მეტროში შშმ პირზე ძალადობის საქმეზე ორი პოლიციელი დააკავეს

ტორესა მოსი: საბჭოთა მილიცია გვაქვს…სისტემა აგურ-აგურ უნდა დავშალოთ

ზელენსკი: კერკეტი კაკალი გამოვდექი…მზად არ ვიყავი ჩემი ქვეყნისთვის მეღალატა

თარგამაძე: უსიტყვო გმინვამ შემზარა…თუ რეაქცია არ გაქვთ, არც გული გაქვთ, არც გონი და არც ადამიანი ხართ