aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხოშტარია: მე და სააკაშვილი ვრჩებით სხვადასხვა პლატფორმაზე, მაგრამ ვერ მოვისვენებ, სანამ ამ მდგომარეობაში იქნება

aviabiletebi
ავიაბილეთები

დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

როგორც ხოშტარიამ ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი სუსტად არის, თუმცა აგრესია არავის მიმართ არ აქვს.

“ამ ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია, ერთი დღეც იცხოვრო ბრძოლის გარეშე.  ბრძოლაში გვაქვს ძალიან მკაფიო ამოცანა, ეს არის რიგგარეშე არჩევნები და არავის ეგონოს, რომ ამას რამე სახით მანიპულაციებით მეორე პლანზე გადაწევენ. რიგგარეშე არჩევნების გარეშე, არალეგიტიმური ხელისუფლების და მიტაცებული ინსტიტუტების პირობებში არ არსებობს დაცული ადამიანი ამ ქვეყანაში.

და ჩემი მკაფიო ამოცანაა, მიხეილ სააკაშვილის მიმართ შურისძიების აქტი შეწყდეს. ეს არ არის პოლიტიკური მიზანშეწონილობის და მოწონების საკითხი. მე და მიხეილ სააკაშვილი ვრჩებით განსხვავებულ პლატფორმებზე, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ. მიუხედავად ამისა, მე ვერ მოვისვენებ, სანამ ის იქნება ამ მდგომარეობაში”, – განაცხადა ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ მკურნალობის მიზნით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

იტვირთბა....