aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

ღუდუშაური: მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში სრულად არ არის ასახული სააკაშვილის „საქმენი საგმირონი“

თუ რაიმე ნაკლოვანება აქვს ამ ყველაფერს, ეს არის, რომ რეალურად, აქ არ არის ასახული სრულად და ობიექტურად მიხეილ სააკაშვილის საქმიანობა, “საქმენი საგმირონი”, რის გამოც მას მსჯავრი აქვს დადებული და ეს ყველაფერი ჩვენმა მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ – ეს არის ჩვენი უახლესი ისტორია და ცხადია, ისტორია არის ის, რისი მომსწრენიც გახლდით.

aviabiletebi
ავიაბილეთები

რა თქმა უნდა, მათთვის მიუღებელია ყველაფერი, რასაც რეალობასთან მივყავართ. ის, რომ ბიძინა ივანიშვილს განუზომლად დიდი დამსახურება აქვს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, საზოგადოების განვითარების გადარჩენისთვის, ამაზე დავა შეიძლება? „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და ყველა იმ პოლიტიკური ფიგურისთვის, რომელიც დღეს აკრიტიკებენ და ცდილობენ, რომ ჩრდილი მიაყენონ, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში იგდებენ თავს. ვურჩევდი, რომ დაოკდნენ, დაიოკონ ნერვები და ობიექტურობას თვალი გაუსწორონ. თუ იპოვიან საკუთარ თავში იოტისოდენა გამბედაობას, ძალას მოიკრებენ და თავიანთ ფოკუსს გაისწორებენ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე და არა სააკაშვილის ვიწრო პარტიული ინტერესებზე და ძალაუფლების დაბრუნება – არ დაბრუნებაზე, იქნებ მათაც ჰქონდეთ შანსი იმისა, რომ მოხვდნენ ისტორიაში. გააჩნია რა ფორმით და როგორ შეხვალ ისტორიაში. მე-9 კლასის სახელმძღვანელო იქნება თუ სხვა ისტორიის სახელმძღვანელო, ვფიქრობ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით რაც არის აქ, არაა საკმარისი და სრულად არ ასახავს იმ საქმეებს, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. 2012 წელს, როდესაც ქართველ ხალხთან ერთად წელში გადატეხა რეჟიმი და გააგდო მმართველობიდან

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა. ცნობისთვის, 2021 წელს გამოცემულ ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოში პარტია ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ცნობილ ქველმოქმედად და მეცენატადაა მოხსენიებული. აღნიშნულ ფაქტს საზოგადოების ნაწილისგან კრიტიკა მოჰყვა. ისინი სახელმძღვანელოს პროგრამიდან ამოღებას ითხოვენ. მათი პრეტენზია იმ ქვეთავებს უკავშირდება, რომელიც აგვისტოს ომს, ვარდების რევოლუციას და ბიძინა ივანიშვილს ეხება. საზოგადოების ნაწილის შეფასებით, წიგნი პროპაგანდისტულია და მასში მოქმედი ხელისუფლების ხოტბის შესხმა ხდება, ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში ვარდების რევოლუციის როლი კი დაკნინებულია და უფრო მეტად უარყოფით კონტექსტშია წარმოჩენილი.

იტვირთბა....